31/01/2025
23:56
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ჰაკიმ ჯეფრისს ქუჩის ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებს და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, კუშ დესაიმ „ფოქს დიჯითალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
კუშ დესაის თქმით, ძალადობრივი რიტორიკა საშიშია.
„პრეზიდენტი ტრამპი რჩება ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე და ამერიკელი ხალხის მიერ დასახული მანდატის შესრულებაზე. მიუხედავად ამისა, პალატის უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი ძალადობისკენ მოუწოდებს ხალხს. მოუწოდებს, იბრძოლონ „ქუჩებში“ პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგის წინააღმდეგ. ეს ძალადობრივი რიტორიკა საშიშია. ლიდერმა ჯეფრისმა დაუყოვნებლივ უნდა მოიხადოს ბოდიში“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
მანამდე ჰაკიმ ჯეფრისმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკური დღის წესრიგი ცდილობს გადასახადების შემცირებას მილიარდერებისთვის, დონორებისა და მდიდარი კორპორაციებისთვის.
„ეს არ არის მისაღები. ჩვენ ვაპირებთ საკანონმდებლო ბრძოლას. სასამართლოში ვაპირებთ ბრძოლას. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ქუჩებში“, – განაცხადა ჰაკიმ ჯეფრისმა.
0
0