01/02/2025
00:41
მსოფლიო
უკრაინის რადაში, დახურულ შეხვედრაზე უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადების გასაჯაროების გამო, სახელმწიფო საიდუმლოების შემადგენელი ინფორმაციის გამჟღავნების მუხლით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განაცხადეს, შესაბამისი სამართალწარმოება, რომელიც 28 იანვარს დაიწყო, ეხება იმ პირებს, რომლებსაც ეს ინფორმაცია უშუალოდ გაანდეს უკრაინის უმაღლესი რადას დახურული, გასაიდუმლოებული სხდომის დროს.
სტატიაში „ტრამპი, ომი, არჩევნები. რა განსაზღვრავს ახალ პოლიტიკურ სეზონს უკრაინაში“, რომელიც 27 იანვარს გამოქვეყნდა „უკრაინსკაია პრავდაში“”, ნათქვამია, რომ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერების და სამხედრო სარდლობის წარმომადგენლების დახურულ შეხვედრაზე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ზაფხულამდე თუ ომის დასრულებაზე სერიოზული მოლაპარაკებები არ იქნება, უკრაინისთვის საშიში პროცესები შეიძლება, დაიწყოს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ანონიმურობის პირობით განუცხადა:
„…ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ბუდანოვის პასუხი. ვიღაცამ ჰკითხა, რამდენი დრო გვაქვს ჯერ კიდევ. კირილმა კი ცივი ღიმილით თქვა: „თუ ზაფხულამდე სერიოზული მოლაპარაკებები არ იქნება, მაშინ შეიძლება, დაიწყოს ძალიან საშიში პროცესები უკრაინის არსებობისთვის…“.
„უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ მასალის გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ უარყო, რომ მათმა ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა უკრაინის არსებობის საფრთხეებზე ისაუბრა უმაღლეს რადაში გამართულ დახურულ შეხვედრაზე.
0
0