01/02/2025
00:45
მსოფლიო
აშშ პირველი თებერვლიდან მექსიკას, კანადასა და ჩინეთს ტარიფებს დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
თეთრის სახლის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დააწესებს 25-პროცენტიან ტარიფებს კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე და 10-პროცენტიან ტარიფებს ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე.
ამერიკული მედიის თანახმად, ტრამპი იმუქრებოდა ტარიფებით, რათა უზრუნველყოფილიყო უფრო მეტი თანამშრომლობა ქვეყნების მხრიდან არალეგალური იმიგრაციის შეჩერებისა და ფენტანილისთვის გამოყენებული ქიმიკატების კონტრაბანდის კუთხით. თუმცა, ასევე, მან პირობა დადო, რომ გამოიყენებს ტარიფებს შიდა წარმოების გასაძლიერებლად და ფედერალური მთავრობის შემოსავლების გაზრდის მიზნით.
„ხვალიდან ეს ტარიფები ძალაში იქნება. ეს არის დაპირებები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ არის შესრულებული“, – განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლივიტმა.
მედიის ცნობით, კანადასა და მექსიკაში განაცხადეს, რომ მოამზადეს საპასუხო ტარიფების ვარიანტი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.
0
0