10/01/2022
10:51
საზოგადოება
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 085 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 745 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 240, „პისიარ“ ტესტით – 10 505.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,47%, ბოლო 14 დღის – 7,76%, ბოლო 7 დღის – 9,57%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 962 827 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 913 528 გამოჯანმრთელდა, 14 218 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 553 749 აცრა, დღიურად აცრილია 1 899.
კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 409 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 694 პირი.
ამასთან, 9 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 777 პაციენტი, გარდაიცვალა 31.
0
0