02/07/2024
12:31
სპორტი
საქართველოში დაბრუნებულმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც ნაკრების კარი "რკინის გუმბათად" აქცია მადლობას უხდის ყველა გულშემატკივარს ასეთი დახვედრისა და იმ ქომაგობისთვის, რაც ქართველებმა ევროპის ჩემპოიონატის განმავლობაში აჩვენეს.
სამომავლო გეგმებზე გიორგი მამარდაშვილი ჯერჯერობით არ საუბრობს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ "ვალენსიასთან" 3 წლიანი კონტრაქტი აქვს.
რაც შეეხება მომავალ თაობას და პატარა ფეხბურთელებს, რომელთა ოცნება სამომავლოდ ეროვნულ ნაკრებში თამაშია, მამარდაშვილი ურჩევს, რომ საკუთარი თავის დაიჯერონ და იშრომონ თავიანთი მზინის მისაღწევად.
,,პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც დაგვხდა აეროპორტში. არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პირველი ადამიანი ვარ. უბრალოდ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და თუ ვინემ ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა.
პირველ რიგში, რამდენიმე დღე უნდა დავისვენო. ჩემს მომავალს რაც შეეხება, ჯერ კიდევ 3 წლიანი კონტრაქტი მაქვს ვალენსიასთან. ჯერჯერობით არაფერი არ მაქვს გადაწყვეტილი. ყველანი ერთად დავსხდებით და ისე გადავწყვეტთ ჩემს მომავალს.
ველოდებოდი ასეთ გულშემატკივრობას, რადგან ვიცით, როგორ უყვერს ჩვენს ხალხს ფეხბურთი. ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ თავიანთი თავების და იმ საქმეს მიჰყვნენ, რომელიც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ", - ამბობს მამარდაშვილი "პირველებთან".
ეროვნული ნაკრები სამშობლოში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა.
ახლა ჯვაროსნების სრული შემადგენლობა ლოკომიტოვის ბაზაზე იმყოფება, ცოტა ხანში სახლებში წავლენ და საღამოს ქართველ ქომაგებთან შესახვედრად ემზადებიან. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. ევრო 2024-ზე თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა
0
0