პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები
16/04/2024
22:07
სამართალი
A-
+A
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს, მათ პოლიციის კორდონის გარღვევა შეძლეს.
პროცესის პარალელურად სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.
„მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად“,- მიმართავენ მოქალაქეებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციაზე სპეცრაზმელებმა სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გაუშვეს. დაძაბული ვითარებაა ამ წუთებში ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც დიდი რაოდენობით სპეცრაზმია მობილიზებული მშვიდობიანი დემონსტრანტების პირისპირ.
შსს-მ გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართო, რის შემდეგაც სპეცრაზმი როგორც წესი აქციის დარბევასა და წყლის ჭავლის გამოყენებას იწყებს.
0
0
247
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%