18/04/2024
12:05
სამართალი
"სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე, პატიმრობიდან განთავისუფლებულ ნატო ხელაძეს 14 წლის გოგოს დაჩეხვუთ ემუქრებიან, რის გამოც მისი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია" - ამის შესახებ მისი ადვოკატი წერს.
მაგდა კოტრიკაძე შესაბამის უწყებს მიმართავს.
"ისევ სამტრედია ,
ისევ ძალადობა და
ისევ შვილების მოკვლის მუქარა!
მივმართავ საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
@სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე, პატიმრობიდან განთავისუფლებულ ნატო ხელაძეს, კვლავ ემუქრებიან და მისი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია!
გამოძიებაში გამოიკითხა გარდაცვლილის არასრულწლოვანი გერი და შვიდი წლის შვილი, რომელებმაც გამოძიებას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია მომხდარზე თუ ვინ მოკლა მ. გოგია და დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მათ დედას არანაირად არ მიუძღვის ბრალი ქმრის მკვლელობაში, ხოლო ქალმა შიშის გამო განაცხადა, რომ მან მოკლა ქმარი.
ახლა ერთ-ერთი ოჯახის წევრი,რომელიც დაკავებულის დედაა, ემუქრება ნატო ხელაძის 14 წლის გოგოს დაჩეხვით და მოკვლით. ასევე ემუქრება და ითხოვს ნატო ხელაძემ მისი შვილის სასარგებლოდ მისცეს გამოძიებას ინფორმაცია.
ქალიზე მიდის ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა.
მოგმართქვთ ყველა შესაბამის უწყებას დროულად უზრუნველყოთ ბავშვების და ქალის უსაფრთხოება!",-წერს ადვოკატი.
როგორც "სფეისნიუსს" წყარო უყვება, ქალს გუშინ, საცხოვრებელ სახლში, ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი მიუვარდა და შვილების მოკვლით ღიად ემუქრებოდა.
შეგახსენებთ, ქალი რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა.იგი 3 აპრილს ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა სასამართლომ უდანაულოდ ცნო.
0
0