09/01/2024
16:32
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6909-დან 2.7061-მდე, ანუ 0.6%-ით, ხოლო ევროს მიმართ 2.8422-დან 2.9190-მდე, ანუ 2.7%-ით გაუფასურდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7129 და 2.9769 შეადგინა.
ნოემბერში ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7152 იყო, მინიმალური კი – 2.6970.
„ნოემბერში, საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია თურქული ლირისა და ლარის გაუფასურება, შესამჩნევად გამყარდა რუსული რუბლი და ევრო, მცირედით – სომხური დრამი, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.
ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. ოქლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. ნოემბერში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 2.7%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 15.4%- ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, ნოემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.8%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 1.9%-ით გაუფასურდა.
ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს.
სავაჭრო პარტნიორთაგან ნოემბერში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში, აშშ- ში, აზერბაიჯანსა და ევროზონაში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო სომხეთში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციებში კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.
0
0