07/12/2021
10:32
პოლიტიკა
მათივე ინფორმაციით, ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსოფლიოს პოლიტიკური, სამეწარმეო და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეკრება სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცებისთვის აუცილებელია.
„მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2022 წლის შეხვედრაზე, რომელიც 17-21 იანვრის პერიოდში შვეიცარიის ქალაქ დავოსში გაიმართება.
მსოფლიოს გამოჩენილი პოლიტიკური, სამეწარმეო და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეკრება აუცილებელია თანამშრომლობის გზით მომავლის შენების რწმენის განსამტკიცებლად. ფორუმის მონაწილეები მადლიერნი იქნებიან, თუ ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ თქვენი ხედვა საქართველოში მდგრადი და თანაბარი ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფის შესახებ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მჭიდროდ ითანამშრომლებს თქვენს აპარატთან იმისთვის, რომ თქვენი მონაწილეობა რელევანტური იყოს თქვენთვის და თქვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველი, რომ პირადად გიმასპინძლებთ დავოსში“, - აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მიიღო.
0
0