07/12/2021
14:23
პოლიტიკა
როგორც კობახიძე აცხადებს, საზოგადოების მოთხოვნა იყო, კადრები გასაჯაროებულიყო.
„პირველ რიგში, ყველა შეკითხვას გაეცემა სამართლებრივი პასუხი შესაბამისი უწყებების მხრიდან. რაც შეეხება საჯარო და პოლიტიკურ მხარეს, გახსოვთ, რომ იყო „ნაცმოძრაობის“ და მისი ტელევიზიების მხრიდან მუდმივი მოთხოვნა ამ ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფორმით ისმოდა ეს მოთხოვნები და საბოლოო ჯამში უწყებებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელი მათ შორის საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარებაზე მოუწიათ ამ ინფორმაციის გაზიარება. რა თქმა უნდა ეს კონტექსტი არის გასათვალისწინებელი, შესაბამისად, ვფიქრობ, სამართლებრივად აქ იყო ყველაფერი გამართული“, – განაცხადა კობახიძემ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.
0
0