10/01/2022
12:40
პოლიტიკა
ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილთან იმყოფებოდა „ვივამედიდან“ ექიმი, რომელმაც დასკვნა დაწერა, თუმცა, მას არ ასაჯაროებენ.
„მასთან ექიმი იყო შესული. ეს იყო „ვივამედიდან“ ნევროლოგი, რომელმაც დასკვნა დაწერა და საზოგადოებისთვის ეს არ არის ცნობილი, მაგრამ ნებისმიერი შემთხვევაში, ის საჭიროებს მკურნალობას. უკვე კვირაზე მეტია ის ითხოვს, რომ მასთან შევიდნენ ექიმები და ითხოვს თავისი საკუთარი სახსრებით ჩამოყვანილი ექიმის შესვლას, რომელიც გახლავთ ჰოლანდიელი, თუ არ ვცდები, ფსიქონევროლოგი, რომელმაც ორჯერ გადადო რეისი, იმიტომ, რომ თანხმობა ვერ მიიღო ქართული ხელისუფლებისგან.
მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ის აპირებს დაესწროს საკუთარ {სასამართლო} პროცესებს იმისთვის, რომ ადამიანს, რომელსაც აკრძალული აქვს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ საზოგადოებას დაელაპარაკოს, შესაძლებლობად მიიღოს ის გამოწვევა, რასაც ჰქვია ე.წ. სასამართლო, დაესწროს ამ პროცესებს და მიმართოს საზოგადოებას“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
0
0