06/06/2023
22:55
სპორტი
"ვალენსიამ" საბოლოოდ შეინარჩუნა ლა ლიგაში ადგილი და ამაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი (თუ არა უმთავრესი) მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა.
plazadeportiva-ს ცნობით, ქართველი მეკარე გუნდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და პრიზი Trofeo Jugador 99.9 Plaza Radio გადასცეს.
მამარდაშვილი პრიზით სპორტული პროგრამის El Matx-ის დირექტორმა პაკო პოლიტამ დააჯილდოვა.
გამარჯვებული რადიომსმენელების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. მამარდაშვილმა 32 ქულა მიიღო, სამუელ ლინომ 23, ხოლო ხავი გერამ - 18.
99.9 Plaza Radio "ღამურების" საუკეთესო ფეხბურთელს მესამე წელია ასახელებს, ორჯერ პრიზის მფლობელი გონსალო გედეში გახდა. გასულ წელს "მამარდა" მეორე ადგილზე გავიდა.
plazadeportiva აღნიშნავს, რომ მამარდაშვილი საკვანძო ფეხბურთელი იყო და არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი.
0
0