18/04/2024
13:10
სამართალი
გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურ დაწესებულებას, არსებული ინფორმაციით, დღეს დატოვებს. ადვოკატის ცნობით, დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იგზავნება პენიტენციურ უწყებაში.
სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილს თქვა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება.
"როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უკვე იგზავნება შესაბამისი დოკუმენტაცია პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც ლაზარე დატოვებს დაწესებულებას. დღის ბოლომდე, წესით, უნდა იყოს უკვე გადაგზავნილი დოკუმენტაცია. პროცედურული საკითხები იყო მოსაგვარებელი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი იყო დარჩენილი ჩასაბარებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და უკვე ფაქტობრივად მზად არის დოკუმენტაცია და გადაიგზავნება პენიტენციურ დაწესებულებაში", - ამბობს ადვოკატი, თათია მანიჟაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, 12 აპრილს, მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
0
0