12/11/2024
18:06
მსოფლიო
ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის დაჰიეს რაიონზე ათზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა, - ინფორმაციას The Guardian-ი საინფორმაციო სააგენტო WAFA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს ქალაქის ყველაზე ინტენსიური საჰაერო დაბომბვა იყო ბოლო კვირების განმავლობაში.
WAFA-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რაკეტები მაღალსართულიან შენობას ანადგურებენ. The Guardian-ის ცნობით, განადგურებულ ადგილებს შორისაა რესტორანი და სამედიცინო კომპლექსი.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა დაჰიეში მდებარე 11 შენობის რუკა და განაცხადა, რომ ეს შენობები „ჰეზბოლას“ ეკუთვნოდა და მოსახლეობას მათგან თავის შორს დაჭერისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დღეს განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ომის მიზნების მიღწევამდე არ იქნება. მისივე თქმით, ისრაელის თავდასხმითი მოქმედებების შედეგად „ჰეზბოლას” შესაძლებლობების დასუსტება უნდა გაგრძელდეს.
0
0