07/12/2021
11:28
პოლიტიკა
ირაკლი ბერაიამ კომენტარი გააკეთა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
მისივე თქმით აუცილებელია საქართველოს საკითხი მუდმივად იდგეს ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც უმაღლეს პოლიტიკურ, ასევე ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგში და საქართველოს , მისი გამორჩეული როლის გათვალისწინებით რეგიონული უსაფრთხოების საქმეში, აქვს სრული მზაობა კიდევ უფრო გააღრმაოს და გააძლიეროს მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა.
„შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ძალიან დიდი არის მისი როლი ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებაში და ჩვენ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს.
რა თქმა უნდა კონგრესში ვესაუბრეთ, დღეს ამერიკასთან არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და გაძლიერებაზე. რეგიონში არის საკმაოდ მძიმე უსაფრთხოების გარემო, საკმაოდ კომპლექსური არის საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ხაზგასმით დავაფიქსირეთ, რომ აუცილებელი არის შეერთებული შტატების მეტი ლიდერობა რეგიონში, მისი ჩართულობის გაზრდა. ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება ისევე, როგორც საქართველოს ალიანსში გაწევრების პროცესის დაჩქარება.
ჩვენ ასევე მკაფიოდ გავუსვით ხაზი, რომ აუცილებელი არის საქართველოს საკითხი მუდმივად იდგეს ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც უმაღლეს პოლიტიკურ, ასევე ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგში და საქართველოს , მისი გამორჩეული როლის გათვალისწინებით რეგიონული უსაფრთხოების საქმეში აქვს სრული მზაობა კიდევ უფრო გააღრმაოს და გააძლიეროს მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა, თანამშრომლობა, როგორც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სასიცოცხლო ინტერესების და ზოგადად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების დასაცავად“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
0
0