03/07/2024
18:57
სპორტი
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა „დღის ქრონიკაში“ გუშინ ნაკრების ფეხბურთელებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისზიებაზე ისაუბრა.
„ძალიან დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს. საოცარი ატმოსფერო იყო. გულშემატკივრის უდიდესი დამსახურებაა, რომ ჩვენი ნაკრები ასე წარმატებულად გამოვიდა. საოცარი მხარდაჭერა და ემოცია მოდიოდა ტრიბუნებიდან გერმანიაში ყველა სტადიონზე და ეს ძალიან დიდ ძალას აძლევდა მათ. გუშინ რაც ხდებოდა თბილისში, საოცარი იყო ყველა ფეხბურთელისთვის. სითბო იგრძნეს, სიყვარული და დაფასება. პასუხისმგებლობა გაათმაგებული აქვთ, რომ შემდეგი უფრო მეტი გავაკეთოთ“, - აღნიშნა იაშვილმა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება ქომაგებთან ერთად აღნიშნა. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ფეხბურთელებმა ქართველ ქომაგებს სიტყვით მიმართეს და აქტიური გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს. საქვეყნო ზეიმზე სიტყვით პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა და გაწეული შრომისთვის ნაკრების მიმართ მადლიერება გამოხატა. ამავე ღონისძიებაზე „ჯვაროსნები“ და სამწვრთნელო შტაბი სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
0
0