07/12/2021
11:54
საზოგადოება
„რაც შეეხება ღამის კლუბებს, მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, რათა ერთი მხრივ, სეგმენტს მიეცეს ფუნქციონირების საშუალება, მეორე მხრივ, მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ეს“, – განაცხადა ღიბრაძემ.
კითხვაზე: „როდის შეიძლება ველოდოთ გადაწყვეტილებას, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, დარწმუნებულია, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
„რა თქმა უნდა უნდა ელოდონ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და საკითხების ტექნიკური შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, ეს დიდხანს არ გასტანს. როგორც კი შეჯერდება პოზიციები როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ბიზნესის კუთხით, მაშინვე გამოქვეყნდება“, – განაცხადა ღიბრაძემ.
0
0