გახარია და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად იქცა, ეს უბრალოდ ტრაგიკული სანახაობაა - თეა წულუკიანი
10/02/2022
15:33
პოლიტიკა
A-
+A
გახარია და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად იქცა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ტრაგიკული სანახაობაა.
„გვახსოვს, როგორ ემუქრებოდა გიორგი გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან „ნაციონალურ მოძრაობას“, მე თქვენ დაგამთავრებთო და შემდეგ ის და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად იქცა, რადგან გიორგი გახარიას პოლიტიკურ ძალას ჯერ არ შესწევს უნარი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახადოს თავის დანაყოფად.
ეს რა თქმა უნდა, უბრალოდ ტრაგიკული სანახაობაა. სხვა რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს, როდესაც ტოვებ საკუთარ გუნდს, გადადიხარ სხვა გუნდში და მასთან ერთად ებრძვი გუნდს, რომელიც დატოვა და რომლის სიის პირველი ნომერიც იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
0
0
313
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%