ესპანეთთან წაგება დასასრული არაა, ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით - გიორგი მამარდაშვილი
01/07/2024
02:27
სპორტი
A-
+A
გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთთან (1:4) წაგებული შეხვედრა შეაფასა.
„ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან საქართველოს ეს ტურნირი ვაჩუქეთ და თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმალური თავდადებით ვითამაშეთ.
რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ მერვედფინალში წავაგეთ, მაგრამ ამით ბედნიერებიც უნდა ვიყოთ, რადგან ცოტა ხნის წინ ვერც წარმოვიდგენდით, აქამდე თუ მოვიდოდით.
ვფიქრობ, ესპანეთი ამ ტურნირის ფავორიტია და ჩემპიონებიც გახდებიან. სამწუხაროა, რომ ეს გუნდი შეგვხვდა. მაგრამ, არაუშავს, ეს დასასრული არაა. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით.
ქართველ გულშემატკივარს მინდა მოვუწოდო, ირწმუნონ ჩვენი, საქართველოს ნაკრები მათ მომავალში აუცილებლად გაახარებს“, – განაცხადა მამარდაშვილმა.
0
0
191
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%