
რაც შეეხება გახარიას განცხადებებს ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით, მან აღიარა, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„2020 წელს, როდესაც გახარია იყო პრემიერი, ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მილიარდი დოლარი. ამ წლის ბოლოსთვის 30 მილიარდი დოლარი. ამ 3 წელიწადში, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 14 მილიარდი დოლარით. გახარია - ე.წ. ეკონომისტი აცხადებს, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 ოჯახის ჯიბეებში. როგორც ვიცი დაასახელა გვარები და მათ შორის მეც. მაშინ ეს თანხები მინიმუმ თანაბრად უნდა განაწილებულიყო და სად არის ეს ჩემი 600 მილიონი დოლარი, არ ვიცი. ამ დონეზე არასერიოზულია მისი განცხადებები, უბრალოდ სამარცხვინო. ეს აჩვენებს ისტერიკას - ეს კაცი არის ისტერიკაში და ამიტომ უზრდელობს და ავრცელებს სიცრუეს“, -აღნიშნა კობახიძემ.
0
0