28/06/2025
14:24

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლოკე რასმუსენი, რომელიც საქართველოში ოპოზიციას მხარდაჭერას უცხადებს, და ხელისუფოლებას აკრიტიკებს, პედოფილიის დამალვისა და თანაპარტიელის მოსყიდვის მცდელობის სკანდალში ფიგურირებს.
კერძოდ, მედიის ცნობით, 2023 წლის ნოემბერში ქვეყნის ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თანაპარტიელ, დეპუტატ მაიკ ფონსეკას 57 ათასი დოლარი შესთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ მას პარლამენტი დაეტოვებინა და არასრულწლოვან გოგონასთან ურთიერთობა დაემალა. რასმუსენს სურდა, ფონესკას მანამდე დაეტოვებინა პარლამენტი, ვიდრე არასრულწლოვანთან მისი თანაპარტიელის ურთიერთობის სკანდალი გამჟღავნდებოდა და ამით პარტიას ზიანი მიადგებოდა.
დანიის პარლამენტის რეგლამენტის კომიტეტმა მსგავსი ქმედებებისა და გარიგებების სამართლებრივი აკრძალვის წინადადებების მომზადებაც დაიწყო. დანიის სახალხო პარტიის წევრის მეტე ტიზენუს განცხადებით, კანონში შესაბამისი ცვლილებების გარეშე შესაძლოა, მსგავსი გარიგებები კვლავ განმეორდეს.
„აშკარად უკანონოა ვინმეს ხმის ყიდვა, მაგრამ როგორც ჩანს, არ არის უკანონო მათი სკამის ყიდვა”, - განაცხადა მან მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოფილი პრემიერის მიერ განხორციელებული სავარაუდო მოსყიდვა არ იყო არაკონსტიტუციური.
საბოლოო ფონესკამ პარტია დატოვა, თუმცა, იგი კვლავ დეპუტატია.
0
0