ეროვნული ნაკრების საქართველოში დაბრუნებას საზეიმო ღონისძიებები მიეძღვნება
01/07/2024
22:35
სპორტი
A-
+A
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით 2 ივლისს თბილისში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
„2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული.
21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ.
22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიიდან 2 ივლისს, 07:30 საათზე დაბრუნდება.
0
0
392
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%