10/02/2022
12:41
საზოგადოება
“საქართველოს სომხეთისთვის აუკრძალავს “მაცუნ”-ის სახელწოდებით რძის ნაწარმის პროდუქციის საქართველოს გავლით რუსეთში ექსპორტი. მე არ ვიცი როგორი პროდუქტია მაცუნი, ზუსტად იმეორებს თუ არა მაწონს. ამას არ განვიხილავ. არც იმას, სიტყვა მაწონი ქართული რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია თუ არა. არც ამ აკრძალვის სისწორეს.
გამოვეხმაურები მხოლოდ მესიანისტ ქართველთა ჟივილ-ხივილს და სომხების გინებას: ძმანო და დანო ქართველნო, სიტყვა მაწონი ნასესხებია სომხურიდან. სწორედ რომ სიტყვა მაცუნიდან, უ დროთა განმავლობაში გადაიქცა ო-დ. მაწონს, ქართულში არანაირი ეტიმოლოგია არ აქვს, არც ზმნური წანამძღვარი. აი, სომხურში, მაწუნის შესატყვისი ზმნა, შედედებას და ამჟავებას ნიშნავს.
p.s. მესიანისტ სომხებსაც ვეხმაურები ხოლმე, რუსთაველის სომხობაზე ან მესროპ მაშთოცის მიერ ქართული ანბანის შექმნაზე რომ ბოდავენ, თქვენ არ იდარდოთ.
p.p.s. ხო მართლა, ხაშლამა და ხაშიც სომხურიდან ნასესხები სიტყვებია", -წერს ნიკა გვარამია.
0
0