11/05/2024
19:44
სამართალი
ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა - ცოტა ხნის წინ ადვოკატებმა დაკავებული ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი მოინახულეს.
ორივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს. უფლებადამცველების განცხადებით, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაკავებულებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.
უჩა აბაშიძის ცოლის ადვოკატი ჯემალ ჭკადუა აცხადებს, რომ ბრალის წარდგენა უნდა მოხდეს.
"მხოლოდ ბრალის წარდგენა მოხდა, რამდენიმე წუთით ვესაუბრე. უნდა გავეცნო საქმის მასალებს, ჯერჯერობით მატერიალური მასალები მაქვს მხოლოდ. არ ვიცი საქმეში რა დევს, გავეცნობი მასალებს და მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება რა და როგორ არის," - აცხადებს ჯემალ ჭკადუა.
უჩა აბაშიძის ადვოკატი გიორგი მახარაძე კი აცხადებს, რომ დაკავებული ბლოგერი დუმილის უფლებას იყენებს.
"დუმილის უფლებას იყენებს და დანარჩენ დეტალებს ვერაფერს ვიტყვი. საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და ჩანაწერებს, ადვოკატებს გაუთქმელობის დოკუმენტზე გვაქვს ხელი მოწერილი. მე გეუბნებით ახლა უჩა აბაშიძის პოზიციას, ამ ეტაპზე ეს არის ბოლო კომუნიკაცია ჟურნალისტებთან," - აცხადებს გიორგი მახარაძე.
0
0