28/11/2024
11:45
პოლიტიკა
მანდატებთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთიან მოქმედებას დაველოდებით და შემდეგ მათ გადაწყვეტილებაზე ინდივიდუალურად ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია მოწადინებული არ არის, განცხადებები დაწეროს, მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები კეთდება.
„დაველოდებით ოპოზიციის ერთიან მოქმედებას და შემდეგ მათ გადაწყვეტილებაზე ინდივიდუალურად ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, ჯერ პოზიცია არ გვაქვს მიღებული. ვხედავთ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მოწადინებული არ არის, განცხადებები დაწეროს. მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების ამარა არიან. არაერთი დრამა ვნახეთ, ხან ვის მიმართეს, ხან ვის და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ. ავწონ-დავწონით და საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
0
0