28/11/2024
11:17
მსოფლიო
აშშ-ის სამხრეთ კაროლინაში, ქალაქ უნიონის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ სიუზან სმიტის მოთხოვნა, რომელიც 1994 წელს თავისი ორი მცირეწლოვანი ვაჟის მკვლელობისთვის გაასამართლეს.
სასამართლოს განცხადებით, 53 წლის სმიტი საპატირმოში დარჩება. 30 წლის წინ, სიუზან სმიტმა თავისი ვაჟები, ალექსი და მაიკლი დაახრჩო - ისინი მანქანაში, სავარძლებზე მიაბა და შემდეგ ტბაში ჩააგდო. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ტბაში ტბის ფსკერამდე მანქანის ჩაძირვას ექვსი წუთი დასჭირდა. ბიჭების ცხედრები მანქანის სავარძლებზე თავდაყირა იპოვეს.
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე სასამართლო სხდომას 15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი დაესწრო. მათ შორის იყვნენ სმიტის ყოფილი ქმარი - ბავშვების მამა, დევიდ სმიტი, მისი ოჯახი, პროკურორები და სამართალდამცავები.
თავდაპირველად, სიუზან სმიტი ამტკიცებდა, რომ მისი მანქანა ფერადკანიანმა მამაკაცმა გაიტაცა. შემდეგ განაცხადა, რომ ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელ მდგომარეობაში იყო, როდესაც შვილები დაახრჩო. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სმიტი მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სიუზან სმიტმა ციხეში უკვე 30 წელი გაატარა.
0
0