28/11/2024
10:51
მსოფლიო
ამერიკელმა მაიკლ სალივანმა 27 წელზე მეტი გაატარა მასაჩუსეტსის ციხეში, 1986 წელს ვილფრედ მაკგრატის მკვლელობისა და ძარცვის ბრალდებით. სალივანი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ის უდანაშაულო იყო.
სალივანი 2013 წელს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მასაჩუსეტსის ნაფიცმა მსაჯულებმა, დნმ-ის ახალი ტექნოლოგიით, მისი უდანაშაულობა დაადგინეს - სალივანის ქურთუკზე მაკგრატის სისხლის კვალი არ არსებობდა და არც ქურთუკზე აღმოჩენილი თმა არ ეკუთვნოდა მსხვერპლს. ნაფიცმა მსაჯულებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ შტატის პოლიციის ექსპერტმა სასამართლო პროცესზე სალივანის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა.
ნოემბრის დასაწყისში, მასაჩუსეტსის შტატმა სალივანს, კომპენსაციის სახით, 13 მილიონი დოლარი გადასცა მიუხედავად იმისა, რომ მასაჩუსეტსის რეგლამენტით, უსამართლოდ დაპატიმრებული პირებისთვის გადასაცემი კომპენსაციის რაოდენობა $1 მილიონით განისაზღვრება.
„მე ჯერ კიდევ ვერ ვადაპტირდი გარე სამყაროსთან. ძალიან მარტოსული ვარ. ფული ვერასდროს ამინაზღაურებს დაკარგულ წლებს", - თქვა სალივანმა.
ციხეში ყოფნის დროს, მაიკლ სალივანს დედა და 4 და-ძმა გარდაეცვალა. ის ციხეში არაერთხელ სასტიკად სცემეს. დაპატიმრებამდე, მაიკლ სალივანი არაქისის ქარხანაში მუშაობდა და, შემდეგ, თავისი ძმის კუთვნილ სატვირთო კომპანიაში სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობას აპირებდა.
0
0