07/12/2021
13:04
პოლიტიკა
როგორც ბასილაიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის მონახულებამდე განაცხადა, სააკაშვილის მიმართა „აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა“ მიმდინარეობს და ასეთ ვითარებაში კი „სამშობლოში დაბრუნების ნებისმიერი გზა არის ლეგალური“.
„საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ქვეყნის მთავარ რეფორმატორს, ნამდვილად აქვს უფლება შემოვიდეს საკუთარ ქვეყანაში და მაშინ როდესაც ის იდევნება და მის წინააღმდეგ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ამ ვითარებაში სამშობლოში დაბრუნების ნებისმიერი გზა არის ლეგალური. დღევანდელი პროკურატურა, დაწმუნებული ვარ ბრალს ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა საქართველოში დაბრუნების გამო. აქედან გამომდინარე, ამ საქმის იურიდიულ კაზიუსტურ ნაწილზე საუბარი სრულიად უადგილოა. ეს იყო პოლიტიკური აქტი და პოლიტიკურ-ჰეროიკული აქტები სისხლის სამართლებრივ შეფასებას არ ექვემდებარება“, - განაცხადა ბასიალაიამ. ინფორმაციისთვის, 9 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
0
0