05/01/2024
16:05
ეკონომიკა
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ყოველწლიური შეხვედრა წელსაც, შარშანდელის მსგავსად, რუსეთის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა შვეიცარიაში, სერგეი გარმონინმა განაცხადა.
მისი თქმით, „რუსეთი არ იქნება წარმოდგენილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რადგან ორგანიზატორებმა რუსებს მოსაწვევი არც გასულ წელს და არც წელს არ გაუგზავნეს.“
ელჩის თქმით, რუსეთი პრობლემების გადაჭრას სხვა ფორმატებსა და პლატფორმებზე გააგრძელებს.
ცნობისთვის: შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 15-დან 19 იანვრამდე გაიმართება. 1992 წლის შემდეგ ფორუმი რუსეთის დელეგაციის გარეშე პირველად გასულ წელს ჩატარდა. 2022 წლის მარტში WEF-მა განაცხადა, რომ უკრაინის ომის გამო რუსეთიდან სანქცირებულ ფიზიკურ პირებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა გაყინა. შარშანდელ ფორუმს რუსეთის გარდა, ჩინეთის წარმომადგენლებიც არ ესწრებოდნენ.
0
0