07/12/2021
17:13
პოლიტიკა
,,მე მესმის ეგ ფსიქოტიპი - ბავშვობიდან ქალების და გოგონების გარემოცვაში გაზრდილი ბიჭუნა, რომელიც "მდედრიონის" გარემოცვაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე მამრი ბადრაგის სიახლოვეს. რომ არ გადაეღოთ მელ გიბსონთან მთავარ როლში ცნობილი ფილმი "რაზე ფიქრობენ ქალები", ჩვენი პატიმარი უკასტინგოდ გაივლიდა შერჩევის პროცესს. ოღონდ სააკაშვილის "მდედრიონის" წრე აუცილებლად გასაფართოებელია - ეს არ არის მხოლოდ გახარიას კადრი სახელმწიფო ინსპექტორი, რომელმაც დღეს ღიად ააფრიალა ნაცმოძრაობის პარტიული დროშა და სექტის ყველა ნარატივში დაადანაშაულა ხელისუფლება. ეს არ არის მხოლოდ ნაც ამომრჩეველთა დამცველი ლომჯარია, ეს არის მისი უკრაინელი კოლეგაც, რომელიც დღეს ღიად ებრძვის საკუთარ ქვეყანაში საკუთარ პრეზიდენტს. ეს არის მაკა ჯიშკარიანიც, რომელიც დღეს საკუთარ სახელმწიფოს ფაშისტური გერმანიის დროინდელი წამების ფორმებში ადანაშაულებს. ეს არის სააკაშვილის დედაც, რომელიც დღევანდელ ქართულ ციხეს, სადაც მისი შვილი სასათბურე პირობებში თაღლითობით "აბოლებს" მთელ სამყაროს - საკონცენტრაციო ბანაკს ადარებს. ეს არის თაკო ჩარკვიანიც, რომელიც რუსთაველზე ლეიბებზე კოტრიალით ემუქრება დასასრულით მისთვის ამოუცნობ ქვეყანას და მრავალი-მრავალი სხვა... ამ ფენომენზე ბატონი ავლიპის შვილიშვილი მოგვიყვებოდა ალბათ უფრო დაწვრილებით, მაგრამ ის ნორმალურ ადამიანებთან კონტაქტებს გაურბის და მხოლოდ სააკაშვილს და ადვოკატ საძაგლიშვილს ელაპარაკება.’’ - წერს facebook - ზე ქართველიშვილი.
0
0