დანიამ კორონავირუსის ვაქცინაციის კამპანია შეაჩერა
A-
+A
დანია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინაციის კამპანიას აჩერებს. ამის მიზეზად ის ფაქტი დასახელდა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უკვე აცრილია, ინფიცირებათა შემთხვევების რაოდენობა კი, კლებადი.
ჯანდაცვის ეროვნულმა საბჭომ განაცხადა, რომ დანია ვაქცინაციის პროცესს 15 მაისიდან შეწყვეტს.
გავრცელებული ინფორმაციით, კამპანია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე კვლავ განახლდება - ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შემოდგომაზე შესაძლებელია, ვირუსის ახალი ტალღა წამოვიდეს და Covid 19-მა მუტაცია კვლავ განიცადოს.
დანია, ასევე, ჯანდაცვის დაწესებულებებში პირბადეების გამოყენების მოთხოვნებსაც ხსნის.
თებერვლის დასაწყისში, დანია ევროპაში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც თითქმის ყველა საკარანტინო შეზღუდვა გააუქმა.
0
0
399
სიახლეები
ყველა
3
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%