
დღეს შენდობის კვირაა. დიდი მარხვის წინა კვირა, ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი.
ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესია ამ დღეს სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.
შენდობა უნდა ვითხოვოთ იმ ადამიანებისაგან, ვისთვისაც რაღაც ცუდი გვითქვამს, ცუდი გაგვიკეთებია, ან თუნდაც გვიფიქრია. ამასთან, შევურიგდეთ მათაც, ვინც ჩვენ გაგვიკეთა ცუდი, რადგან „მიმტევებლისათვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება. ვინც არ შეუნდობს მას არ ასცდება სასჯელი ღვთისა“, - წმ.იოანე ოქროპირი.
0
0
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
03/03/2025