
გაურკვეველია, ნამდვილად სურს თუ არა ზელენსკის საბრძოლო მოქმედებების შეჩერება, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„მისმინეთ, ჩვენ გვქონდა შეხვედრა მას შემდეგ, რაც პრესას გასვლა სთხოვეს და ჩვენ თითქმის ერთხმად ვურჩიეთ პრეზიდენტ ტრამპს, რომ ოვალურ კაბინეტში ამ შეურაცხყოფის შემდეგ ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ, როგორ ვმოძრაობთ წინ, რომ ნებისმიერი შემდგომი ჩართულობა მხოლოდ უკუსვლა იქნებოდა ამის შემდეგ. და ეს არის ის, რაც ჩვენ ვუთხარით ზელენსკის და მის გუნდს”, -განაცხადა უოლცმა.
უოლცის თქმით, ეს შეხვედრა და მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა შესაძლოა და უნდა ყოფილიყო პოზიტიური მომენტი უკრაინელებისთვის, რის შემდეგაც გაიმართებოდა მომდევნო მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან ომის დასრულების საკითხზე.
„თუმცა ამის სანაცვლოდ, რაც გახდა ცხადი და ვფიქრობ, რამაც პრეზიდენტს ასე ძალიან გაუცრუა იმედი და გულწრფელად, გააბრაზა იყო ის, რომ გაურკვეველია, ნამდვილად სურს თუ არა ზელენსკის საბრძოლო მოქმედებების შეჩერება. ის შემოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყო არ გაეკეთებინა ეს, იმ გადაწყვეტილებით, რომ სადავო გაეხადა ეს ყველაფერი მთელი მსოფლიოს წინაშე.
ვიცე-პრეზიდენტმა თქვა „საკმარისია. პრეზიდენტმა თქვა „საკმარისია“. და მე უნდა გითხრათ, რომ ეს იყო არასწორი მიდგომა ისტორიის არასწორ დროს და უდავოდ, არასწორი პრეზიდენტი ამის გასაკეთებლად. ეს არ არის ჯო ბაიდენი, ეს არის დონალდ ტრამპი და ვფიქრობ, მთელმა მსოფლიომ ეს მკაფიოდ დაინახა“, – განაცხადა უოლცმა.
შეკითხვაზე, გაუკვირდა თუ არა ზელენსკის, როდესაც მას პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან კამათის შემდეგ თეთრი სახლის დატოვება სთხოვეს, მაიკ უოლცმა თქვა, რომ ზელენსკი გაკვირვებული არ ჩანდა, თუმცა მისი გუნდის წევრები კი.
„ისინი პრაქტიკულად აცრემლიანებულები იყვნენ“, – აღნიშნა უოლცმა.
უოლცის განცხადებით, მან უთხრა ზელენსკის, რომ დრო მის მხარეს არ იყო როგორც ბრძოლის ველზე, ისე მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის დახმარება და ამერიკელი გადამხდელების მოთმინება არ არის უსაზღვრო.
0
0
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
03/03/2025