18/04/2024
23:30
სამართალი
სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში. ტიციან ტაბიძის ქუჩის მაცხოვრებლები გუშინ კრიმინალური დრამის თვითმხილველები გახდენენ.
ხალხმრავალ ქუჩაზე ორმხრივი სროლა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ცნობილია, რომ კრიმინალური დაპირისპირება წარსულში არსებულ კონფლიქტს და ძმებ კაკულიებთან დაპირისპირებას უკავშირდება. სისხლიანი ანგარიშსწორების მთავარი ფიგურანტები სერგი ქურთიაშვილი და გიორგი რუხაძე არიან.
ქურთიაშვილმა სავარაუდოდ ჩასაფრება მოუწყო გიორგი რუხაძეს და პირდაპირ ქუჩაში მისი მიმართულებით რამდენჯერმე ესროლა. საპასუხო ცეცხლი გახსნა რუხაძის დაცვის წევრმა. სერგი ქურთიაშვილი თავის არეშია დაჭრილი. უმძიმეს მდგომარეობაში ის კლინიკაში გადაიყვანეს, მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. საავადმყოფოშია მოთავსებული გიორგი რუხაძე და მისი დაცვის ერთ-ერთი წევრი.
0
0