03/07/2024
22:35
სპორტი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ცენტრალური მცველის, გიორგი გველესიანის განცხადებით, ქართველი ქომაგები გერმანიაში გამორჩეულები იყვნენ და მათ სრული ფურორი მოახდინეს.
როგორც გველესიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ნაკრების წარმატებაში ქომაგების როლი უდიდესია.
"ქართველი ქომაგი გერმანიაში იყო გამორჩეული. იყვნენ ძალიან პოზიტიურები, კულტურულები, ლამაზები და საამაყოები. ჩვენს წარმატებაში მათი როლი არის უდიდესი. ყველას გვესმი, რომ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი, დაბალანსებული ნაკრები. წლიან კარი თაობა წამოვიდა, ეს ბიჭები არიან პროფესიონალები, თუმცა ფეხბურთში ქომაგობის კულტურაც არსებობს და ეს ქომაგობის კულტურა, საქართველოში ძალიან დაიხვეწა. ჩვენმა ქომაგებმა აბსოლუტური ფურორი მოახდინეს. სტადიონზე თუ სტადიონს გარეთ, ისინი ნამდვილად მისაბაძები იყვნენ და როგორც მე ვიცი, სხვადასხვა მედია ეთერები დაიპყრეს. ყველა აღნიშნავდა არა მხოლოდ ჩვენი ნაკრების წარმატებულ გამოსვლას, არამედ ქართველი ქომაგების ემოციურობას და ყველა, ყოველთვის დადებითად მოიხსენიებდა მათ," - განაცხადა გიორგი გველესიანმა.
0
0