05/06/2023
22:05
სპორტი
4 ივნისს მოციგურავემ და სპორტულმა ჟურნალისტმა დეივ ლიზიმ გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ რუსი მოციგურავეები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი სპორტულ კარიერას საქართველოს ნაკრებში გააგრძელებენ. მოგვიანებით რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილს რუსეთის ნაკრების დატოვების უფლება მიენიჭა.
გადმოდიოდნენ თუ არა რუსი სპორტსმენები საქართველოს ნაკრებში აქამდე დაზუსტებით ცნობილი არ იყო. ინფორმაცია ტრანსფერის შესახებ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა.
"2023-2024 წლების სეზონიდან ჩვენ გუნდს შეემატება დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის მოცეკვავე წყვილი". – წერია საქართველოს ფედერაციის განცხადებაში.
დევისი და სმოლკინი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მონაწილეები არიან, წყვილმა შეჯიბრში მე-14 ადგილი დაიკავა. 20 წლის დევისი რუსი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. თუთბერიძის აღზრდილები არიან ოლიმპიური ჩემპიონები ალინა ზაგიტოვა, ანა შერბაკოვა და კამილა ვალიევა. გასული რვა წლის განმავლობაში რუსეთის ყველა ქალი ჩემპიონი თუთბერიძის აღზრდილია.
უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ არაერთმა რუსმა სპორტსმენმა შეიცვალა მოქალაქეობა. მათ შორის არიან ევროპის სამგზის ჩემპიონი ცურვაში ანასტასია კირპიჩნიკოვა და მსოფლიოს ჩემპიონი მოჭადრაკე ალექსანდრა კოსტენიუკი.
წყარო: tabula.ge
0
0