07/12/2021
15:05
პოლიტიკა
ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილმა ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის. მისივე თქმით, მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
"ასე სუსტად პრეზიდენტი სააკაშვილი ნამდვილად არ მინახავს, რაც, დიდი ალბათობით, წამების შედეგია, რომელიც ამ ადამიანს გლდანის ციხეში განაცდევინეს. ვისაუბრეთ გეგმებზე და მე შემიძლია კიდევ ერთხელ გავუმეორო "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომ გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
როგორც სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ექსპრეზიდენტის უფლებები პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან და უკანონო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ირღვეოდა.
"სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან და უკანონო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ირღვეოდა სახელმწიფოს მხრიდან. გარდა სახალხო დამცველის ინსტიტუტისა, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტიც ავლენს დამოუკიდებლობის ნიშნებს," – განაცხადა ადვოკატმა.
0
0