19/04/2024
13:26
სამართალი
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, კონკრეტულ სამხილებს წარუდგენს და ჩვენებას მისცემს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის ოპოზიციონერს წევრს აღენიშნება არაერთი ფიზიკური დაზიანება, მათ შორის სახის, თავის, გულმკერდის და ზურგის არეში. მათივე ინფორმაციით, აქვს ნეკნის მოტეხილობა და ნაჭდევი ჭრილობები.
„საუბარია 18 აპრილის გამთენიისას, სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე, საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრის, უკანონო დაკავების და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც საპატრულო პოლიციის დირექტორის ვაჟა სირაძის ბრძანებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის მეთვალყურეობით პოლიციელების მიერ გაკეთდა ე.წ. ძალადობის კორიდორი, რომელშიც ათობით პოლიციელი მონაწილეობდა და თავს ესხმოდა დეპუტატს და სასტიკად უსწორდებოდა.
პარლამენტის ოპოზიციონერს წევრს აღენიშნება არაერთი ფიზიკური დაზიანება, მათ შორის სახის, თავის, გულმკერდის და ზურგის არეში. აქვს ნეკნის მოტეხილობა და ნაჭდევი ჭრილობები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0