18/04/2024
11:28
სამართალი
მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გუშინ აქციაზე პოლიციელებმა ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
"უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში გადამიყვანეს წერეთელზე რომ შსს-ს დიდუბის განყოფილებაა, იქ ვიყავი, იქ არაფერი, ძალიან ნორმალური ადამიანური გარემო იყო. მოვედი კლინიკაში, შევემოწმე, იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა, აღმოჩნდა რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი, ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
როგორც ცნობილია, მთავრობის ადმინისტრაციასთან, პოლიციელებმა ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩასვეს. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ელისაშვილი, სანამ მას მანქანაში ჩატენიან, სახიდან სისხლს იშორებს, თუმცა, რა მოხდა, ეს ჯერჯერობით ცნობილი არაა.
0
0