17/04/2024
01:35
სამართალი
„პუბლიკისა“ და „ტაბულას“ ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა მათ ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
როგორც „პუბლიკა“ წერს, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს სცემეს.
"ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს. მისი ცნობით, სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს". - წერს გამოცემა.
ამასთან, როგორც „ტაბულას“ რედაქტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჟვანიას ქუჩაზე, „ტაბულა“ს ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და პირადი მობილური წაართვეს, როცა იგი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
„ჟვანიას ქუჩაზე, ტაბულას ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და მობილური წაართვეს, როცა ის აქციას იღებდა. ჩემი თხოვნის მიუხედავად, წამოსულიყო, გიორგიმ მუშაობა გააგრძელა ოფისის მობილურით, რომლის წართმევაც ასევე სცადეს და უკან დააბრუნებინა. რუსული, ღორი რეჟიმის დაცვაში სპეზრაცმი იქცევა ველურივით. ჯერ მობილური დააბრუნეთ და დანარჩენს მოგხედავთ“, - წერს „ტაბულას“ რედაქტორი ლევან სუთიძე.
0
0