07/12/2021
15:10
პოლიტიკა
სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების გამო დააჯარიმა.
„მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს.
ასევე, ვიცი, რომ ბევრ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოშიც უამრავი წესიერი და პატრიოტი მოქალაქეა და ველი მათგანაც სამართლიან პოზიციას, უსამართლო ფაქტების წინააღმდეგ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
0
0