18/04/2024
22:30
სამართალი
განცდა მაქვს, რომ მდინარაძეს უნდოდა ჩემთვის სამაგიეროს გადახდა პოლიციელების მეშვეობით , - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მედიაში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ რომელი პოლიციელები ძალადობდნენ მასზე და თუკი გამოძიება რეალურად იქნება დაინტერესებული სიმართლის დადგენით, დღესვე შეუძლიათ დამნაშავეების დაჭერა.
„ყველაფერი ძალიან გართულდა, როცა კორდონს მოუახლოვდა ვაჟა სირაძე და მისგან მოდიოდა საშინელი აგრესია უშუალოდ ჩემს მიმართ. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ასეთი განცდა მაქვს, რომ მდინარაძეს უნდოდა ჩემთვის სამაგიეროს გადახდა პოლიციელების მეშვეობით, მეტი არაფერი. ბევრი არაფრის თავი აქვს და პოლიციელები მომიქსიეს.
გამოძიება დაიწყო, მაგრამ მაგათი გამოძიება არ გაიშვას. რა გამოძიება ამას უნდა, კადრებში ჩანს ყველა პოლციელი, თუ უნდათ ახლავე დააკავონ. კიდევ ვარ ხვალ დაბარებული, მაგრამ ახლა მაგათმაც კრამიტები არ დაამტვრიონ და ვაჟა სირაძე არ დაიჭირონ. ვაჟა სირაძემ თქვა, რომ შეათრიეთო, პირდაპირ ასე თქვა. შემაგდეს და წრეში მომაქციეს. ზუსტად არ მახსოვს, ვინ მირტყამდა და ვინ არა, მაგრამ კადრებში სახეები ჩანს. მინდა გითხრათ, რომ „კაი ბლომად“ მომხვდა. ვინ საიდან მირტყამდა ღმერთმა უწყის.
ხომ გახსოვთ, საბჭოთა დროს პოლიციელებს ძაღლობას რომ ეძახდნენ? ის ტიპები, ვინც ასე აგრესიულები იყვნენ, არიან საბჭოთა ძაღლები. შემდეგ დიდუბის განყოფილებაში რომ გადამიყვანეს, იქ ძალიან ადამიანური გარემო იყო, ფეხბურთსაც კი ერთად ვუყურებდით“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ცემის შესახებ დავალება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ რუსეთიდან მიიღო.
„ამ კანონს უკან არ გაიტანენ და კანონიანა გავიტანთ ამ ხელისუფლებას. ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. აუცილებლად უნდა გავუშვათ. ყოველგვარი ზღვარი გადალახეს. აღარც მალავენ რუსეთის ისეთ უღირს დავალებებს ასრულებენ. დუგინმა ორი დღის წინ თქვა, რომ ეგ ელისაშვილი უნდა გაჭყლიტოთ და ორი დღის შემდეგ პოლიცია მირტყამს. როგორ არ ვიფიქრო, რომ დუგინის დავალებებს ასრულებს ის სირაძე?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
0
0