09/01/2022
14:33
საზოგადოება
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბარათების გაყიდვა შეჩერდა ბარათზე დატანილ ტექსტში დაშვებული მექანიკური შეცდომის გამო.
“9 იანვარს ერთი დღით სამგზავრო აბონემენტების გაცემა შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ბანკი” ავრცელებს.”საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია “მს+”. სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა.
ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონიმენტების გაცემა.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა.აქვე გაცნობებთ, რომ ბარათების ახალი ვერსიის ბეჭდვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი ბარათების გაყიდვა მეტროს სალაროებში 5 იანვარს, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში კი 6 იანვარს დაიწყო.
სოციალურ ქსელში, სამგზავრო ბარათის სურათი გაავრცელდა, სადაც საბაგიროს ნაცვლად, „საბაგარო“ წერია.
0
0