
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბერი ნარიმანის (იგივე ნარიმან მეფე) სადარბაზოში, ბინასთან შეკრებილი მრევლის ნაწილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ძალადობაში სავარაუდოდ ფიგურირებს არასრულწლოვანიც.
“ბავშვი როგორ ჩააგდე კიბიდან“, - ისმის ვიდეოში, როდესაც ერთი დაპირისპირებული მხარე, ქალბატონს მიმართავს. ამას ფიზიკური შეხება მოსდევს.
"გიჟები არიან და ერთმანეთში ჩხუბობენ. ის ბავშვები არ უნდა ყოფილიყვნენ იქ, იყო დაპირისპირება. როდის მოხდა არ მახსოვს“, - განაცხადა ჭოხონელიძემ ტელეკომპანიასთან საუბარში.
მომხდარის შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ჩხუბში მონაწილე ქალბატონი კი შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ წაიყვანა ადგილიდან.
“ღვიძლს ამოგიღებ” – კადრები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
ვიდეო სრულად იხილეთ ბმულზე
დღეს კი გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მეუფე ნარიმანის სახლთან მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან.
“ბავშვი გადააგდო კიბიდან, ნაგვები!” – ისმის ვიდეოში. ირკვევა, რომ ქალმა არასრულწლოვანი კიბიდან დააგორა, რაც ფიზიკური ანგარიშსწორების წინაპირობა გახდა.
0
0