
„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“- ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებმა იუსტიციის სახლიდან, საზოგადოებრივ მაუწყებლამდე მსვლელობა გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ისინი მსვლელობის დროს პოლიციის შენობებთან ჩერდებოდნენ და მათ მთავარ მოვალეობას ახსენებდნენ, რომ მათი პასუხისმგებლობაა დაიცვან ადამიანის უფლებები და ძალადობა აღკვეთონ.
აქციის მონაწილეებს ასევე გაშლილი ჰქონდათ შემდეგი შინაარსის ბანერი: „ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს. ასევე, ითხოვენ ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას.
აქციის მონაწილეთა მსვლელობის პარალელურად, მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.
0
0
სენაკში ორ ადამიანს დენმა დაარტყა
14/07/2025