თბილისის საქალაქო სასამართლოში „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის საქმის განხილვა გადაიდო, პოლიტიკოსები სამედიცინო გამოკვლევისთვის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ჯაფარიძის თქმით, სპეცრაზმელებმა აქციიდან იგი და მოსიძე გაიტაცეს და სასტიკად გაუსწორდნენ.
„დაადგინეს, რომ საავადმყოფოში გადაყვანას ვექვემდებარებით. ჩვენ ვიყავით აქციაზე, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. სპეცრაზმის წევრებმა დაიწყეს ახალგაზრდების ცემა, მე გადავეფარე და მაგ დროს გადამათრიეს უკან, თან მიმათრევდნენ და თან მირტყამდნენ, ხელებით, ფეხებით და ხელკეტებით მირტყამდნენ, ყბებში გვირტყეს, გასაგებად გვითხრეს, თუ ლაპარაკს არ შევწყვეტდით იმავეს გააგრძელებდნენ. მე ზოგადად არ ვიგინები და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც არავის არ ვაყენებ. ჩვენ დაკავებული არ ვიყავით, ჩვენ ვიყავით გატაცებული, ჩუმად ვიდექით, რადგან ლაპარაკის შემთხვევაში გვცემდნენ. შემდეგ გადაგვიყვანეს და გააფორმეს დაკავება. ცემას ამართლებდნენ იმით, რომ მანამდე მათ მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიძე 7 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
0
0