-share.jpg)
„ხაბეიშვილის უკან მერაბიშვილი დგას, რომელიც სხვებთან ერთად განაგებს ყველაფერს და წინასაარჩევნოდ ბინძურ ხრიკებს იყენებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივანმა ბაჩო დოლიძემ, ლევან ხაბეიშვილის ინტერვიუს საპასუხოდ განაცხადა, სადაც ხაბეიშვილი ნუგზარ წიკლაურს დაუპირისპირდა.
ხაბეიშვილის ამ ინტერვიუს პარტიის წევრების პროტესტი მოჰყვა.
დოლიძე აცხადებს, რომ ხაბეიშვილის შეტევა ნუგზარ წიკლაურზე არც კარგი მოსასმენია და არც კარგი საყურებელი.
„როდესაც ვაკრიტიკებთ მმართველ გუნდს არაფორმალური მმართველობის გამო, იგივე არ უნდა დავუშვათ ჩვენივე პარტიაში. ხაბეიშვილის შეტევა ნუგზარ წიკლაურზე ნამდვილად არ არის კარგი საყურებელი და არც კარგი მოსასმენია.
ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პოზიცია და ვითვალისწინებთ რეალურ კონტექსტს, რეალური კონტექსტი კი ასეთია, რომ, სამწუხაროდ, წინა ფლანგზე არის ლევან ხაბეიშვილი, მაგრამ ამ პროცესებს სხვებთან ერთად განაგებს ვანო მერაბიშვილი, რომელიც ძალიან ბინძურ ხრიკებს იყენებს ამ წინასაარჩევნო კამპანიაში და გვგონია, რომ ეს ბინძურ ხრიკების რაიმე ტიპის დივიდენდის მომტანი იყოს. ეს არის მიზეზი და არა ის, რომ ის რამდენიმე წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყო და ა.შ. და ა.შ.“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე.
0
0