
დიპლომატი მამუკა გამყრელიძე, პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
„რამდენიმე მესიჯი წერილიდან.
1. მე დალაგებული მქონდა რუსებთანაც და დასავლეთთანაც. ომიც აგაშორეთ და დასავლეთთანაც დაგაახლოვეთ;
2. თქვენ მხოლოდ რუსებთან ალაგებთ და დასავლეთთან ურთიერთობა გააფუჭეთ;
3. დროზე მიხედეთ საქმეს და დაიწყეთ დასავლეთთან დალაგება;
4. მე თავი დამანებეთ. ჩემს სახელს და ჩემს პრობლემებს სპეკულაციისთვის ნუ იყენებთ. ჩემს თავს თავად მივხედავ;
5. დეგნანს შევხვდი და მერე რა ? არც დეგნანია სულელი, რომ სახდეპთან შეუთანხმებლად შემხვედროდა და არც მე ვარ იმის ჩიტი, რომ პრივატული საუბრის შინაარსი გაგისაჯაროვოთ.
P.S. წერილის შინაარსი მე ასე ამოვიკითხე: მე მომეშვით და თქვენს თავს მიხედეთ ბიძიკოებო!“ - წერს სოციალურ ქსელში მამუკა გამყრელიძე.
0
0