
სოციალური ქსელის მომხმარებელი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ ზეგამდე რომ არ გითხრათ.
რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინინაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ.
წამალი დაიდო!“
შეგახსენებთ, რომ აპრილის თვეში თბილისში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და მხარდამჭერების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობისგან აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანასა და დაფინანსებას მოითხოვენ. საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს აქონდროპლაზიიით დაავადებულმა ბავშვებმაც, რომლებსაც თან ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერებით:„ნუ მართმევ ბავშვობას!“, „წამალი დაიდოს!“, „ჩემი ხმაც მნიშვნელოვანია!“
0
0