30/01/2023
18:04
მსოფლიო
ატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო ვერ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეცვალა თავისი მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში, პირიქით, მისი თქმით, რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება.
„დღეს ვერავინ იტყვის, როდის დასრულდება ომი. მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ ეს არის პუტინის მიერ პროვოცირებული აგრესიული ომი. მან გადაწყვიტა შეჭრა სხვა ქვეყანაში, ევროპის სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოში და შეუძლია ომი დღეს დაასრულოს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ ის და მოსკოვის ხელისუფლება ემზადებიან მშვიდობისთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ახლა რუსეთის ფედერაცია სრულიად საპირისპიროდ იქცევა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ემზადებიან ახალი შეტევისთვის, უფრო მეტ ჯარისკაცის მობილიზებას ახდენენ, ისინი აქტიურად აგროვებენ იარაღსა და საბრძოლო მასალას“, - ამბობს სტოლტენბერგი.
გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია თავის არსენალს აგროვებს სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების მხარდაჭერის წყალობით, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.
0
0